გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 27 ივლისიდან დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 27 ივლისიდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში 24 ივლისის ჩათვლით წარიმართება. რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2026-2027 სასწავლო წლის განახლების თარიღს, ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.