საქართველო Wanderlust Reader Travel Awards 2026 წლის ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსპერტთა შეფასების და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო წარდგენილია ნომინაციაში - „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ. საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე: wanderlustmagazine.com/2026-reader-travel/ პროცესი 27 ოქტომბერს დასრულდება.
„Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.