სპორტი
21.07.2026 11:18
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „აპოლონს“ დაუპირისპირდება
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მატჩი 23 ივლისს ჩატარდება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: tkt. ge-ზე, ასევე სტადიონის სალაროებში შეუძლიათ.

შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდა. ორმატჩიანი შეხვედრაში „დილამ“ ერთი მოგებით (3:1), ხოლო მეორე მარცხით (0:1) დაასრულა და უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კვირის ამბები