

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „ფაჩუჩა“ შეამოწმეს. ინსპექტირებისას სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. აღმოჩნდა, ასევე, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა, რის გამოც შეუსაბამობების გამოსწორებამდე შპს „ფაჩუჩას“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე“, - აცხადებენ სააგენოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს