

დაკავებულ მძღოლს, რომელიც გორში ქვეით დედა-შვილს შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რევაზ ელიზბარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ 13 ივლისს მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედას და მის მცირეწლოვან ქალიშვილს დაეჯახა. დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს