საზოგადოება
17.07.2026 12:03
დაგროვებითი პენსიით 33 355-მა პირმა ისარგებლა
საქართველოს საპენსიო ფონდმა 30 ივნისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათასი ადამიანია. ამ დროისთვის, დაგროვებითი პენსიით კი 33 555-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 169,420,586.82 ლარი გაიცა.

„მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
კვირის ამბები