საზოგადოება
16.07.2026 10:13
ტანას აღკვეთილში საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა

ტანას აღკვეთილში საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. პროცესი დაახლოებით 10 986 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვრების ზუსტი განსაზღვრა ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაცული ტერიტორიის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

„დემარკაციის პროცესში დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები გამოიყოფა, რომლებიც დაცული ტერიტორიის შემადგენლობისთვის არ არის დამახასიათებელი.

სადემარკაციო სამუშაოები ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ ტარდება დასაზღვრების დაზუსტებას და მიწის საკუთრების საკითხების მოწესრიგებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები