ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს
ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დასუფთავების აქციებს მართავენ. წესრიგდება საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიები, სანიაღვრე არხები, სკვერები, კორპუსების ეზოები. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა კვერნაქის სასაფლაომდე, ასევე გორის ციხისკენ მისასვლელი გზები.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.