საზოგადოება
14.07.2026 14:51
დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის , მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ვოლიერები სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება
ბინადრებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სხვადასხვა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ვოლიერები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად ირეცხება და მუშავდება.

„სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, რომ სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს და ბინადრებს სუფთა, უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნეს სააგენტოში.
კვირის ამბები