საზოგადოება
14.07.2026 10:38
გორში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანიც გარდაიცვალა

გუშინ საღამოს, გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითებიდან მეორე მათგანი - 3 წლის ბავშვიც გარდაიცვალა.

გოგონას მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

წუხელ გვიან ღამით იგეგმებოდა ბავშვის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, რეფერირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გვიან საღამოს კინოთეატრ „გამარჯვების“ მიმდებარედ მოხდა „მერსედესის“ მარკის ჯიპი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.

დაშავებული დედა, 41 წლის ქალი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, მძღოლი დაკავებულია.

კვირის ამბები