„მეგობრობის ხიდი“ - სტუდია „ფანტაზიის“ წევრებმა საერთაშორისო ფესტივალზე საპრიზო ადგილები და გრან პრი მოიპოვეს
ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე - „მეგობრობის ხიდი“ სტუდია „ფანტაზიის“ წევრებმა საპრიზო ადგილები და გრან პრი მოიპოვეს.
როგორც „გორის მაცნესთან“ სტუდიის ხელმძღვანელმა ნანა პავლიაშვილმა აღნიშნა, ფესტივალზე ლიზი ინჯიას და კესო ქარელის დუეტმა პირველი ადგილი დაიკავა. მომღერლებმა მსმენელის წინაშე „არასოდეს მიფიქრია“ შეასრულეს.
რაც შეეხება ლიკა ელიკაშვილს, მსმენელის წინაშე „ალალ მე“ შეასრულა და მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ლიზი მინასიანთან ერთად დუეტშიც იმღერა და მეორე საპრიზო ადგილს დაეუფლა.
სტუდია „ფანტაზიის“ სოლისტებმა ალექს და გურამ ნასყიდაშვილებმა ორი გრან პრი მოიპოვეს.ალექს ნასყიდაშვილმა „ქართველების ერთად ყოფნა“, ხოლო გურამ ნასყიდაშვილმა „ჰერიო ბიჭებო“ შეასრულა.
საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეოდა.