საზოგადოება
13.07.2026 15:35
ბიისის ჩანჩქერის ტურისტული ბილიკი განახლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისის ჩანჩქერის ტურისტულ ბილიკს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა განახორციელეს.

მოეწყო და შეკეთდა საფეხმავლო ხიდები, ბილიკი ეკლების და ჩამოცვენილი ტოტებისგან გაიწმინდა. გარდა ამისა, დაზიანებული და ვიწრო მონაკვეთები გაფართოვდა და გამაგრდა.

„ბიისის ჩანჩქერი ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული მიმართულებაა. მარტივი სირთულის ბილიკი იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ბუნების მოყვარულისთვის.

ბილიკის განახლების შედეგად, ვიზიტორებს მდინარის გადაკვეთის პრობლემური მონაკვეთების გავლა ბევრად უფრო მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში.
კვირის ამბები