საზოგადოება
13.07.2026 11:43
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 13 ივლისს, აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 414 აპლიკანტიდან ტესტზე 387 აბიტურიენტმა იმუშავა.

რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
კვირის ამბები