საზოგადოება
13.07.2026 11:37
„ბალტიის ხმა 2026“ - საერთაშორისო კონკურსზე გორელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
საერთაშორისო კონკურსზე - „ბალტიის ხმა 2026“ გორელმა მომღერლებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ღონისძიება ლიეტუვაში ჩატარდა და ბექა გიგაურმა მეორე, ანა მამისაშვილმა მეოთხე, ხოლო ნია მამისაშვილმა და ლიზა ნინიაშვილმა მეხუთე ადგილით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ბექა გიგაურის შესრულება 297 ნომრიდან 37 საუკეთესოს შორის დასახელდა.

საერთაშორისო კონკურსში - „ბალტიის ხმა 2026“ ოცი ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
კვირის ამბები