სპორტი
12.07.2026 00:16
Real American Freestyle-ს მასშტაბურ ტურნირზე გენო პეტრიაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეტოქეები აბსოლუტური უპირატესობით დაამარცხეს
თბილისი მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.

ქართველთაგან ტატამზე პირველი გენო პეტრიაშვილი წარსდგა, ორგანიზაცია RAF-ში ეს გენოს პირველი ბრძოლა იყო, მისი მეტოქე ამერიკელი ჯეიმს ვარნერი გახლდათ. ბრძოლა გენოს გამარჯვებით - 10:0 დასრულდა.

გამარჯვება მოიპოვა ლადო ხინჩეგაშვილმაც. ხინჩეგაშვილმა RAF-ის მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად, ანგარიშით - 11:0 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილისთვის ეს RAF-ში მესამე ბრძოლა იყო, ჯამში მის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.

გამარჯვება მოიპოვა გივი მაჭარაშვილმაც, რომელმა ამერიკელ ზაკ ელამს ანგარიშით 7:3 სძლია. 

RAF-ის მთავარ ბრძოლაში კი მერაბ  დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა და 11:8 დაამარცხა.

RAF-ში ეს იყო დვალიშვილის სადებიუტო ბრძოლა. მისი მეტოქე სეხუდო ის  სპორტსმენია, რომელმაც 2008 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
 
დვალიშვილი თავდაპირველად 8-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ გააქტიურდა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა, საბოლოოდ ანგარიშით 11:8 გაიმარჯვა.

RAF-ი არის ამერიკული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი დონის და სანახაობრივ ორთაბრძოლებს მსოფლიო კლასის მოჭიდავეებსა და საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავებს შორის. 

პროექტმა არსებობის ისტორიაში პირველად დატოვა აშშ-ის საზღვრები და ტურნირი საქართველოში ტარდება. 

ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც მსოფლიო დონის მოჭიდავეები, ასევე UFCის ყოფილი და მოქმედი ჩემპიონები.
კვირის ამბები