საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.
ზვიად გაბისონიამ საგამოცდო სივრცე დაათვალიერა და რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
საგამოცდო ცენტრებში მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძეც იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.