საზოგადოება
10.07.2026 16:14
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შიდა ქართლის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები და თვითმმართველობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ბათუმში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შიდა ქართლი სპორტის 14 სახეობაში 112 სპორტსმენით და მწვრთნელით იყო წარდგენილი. რეგიონის სპორტსმენებმა ასპარეზობა 34 მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები