საზოგადოება
09.07.2026 16:34
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს ვაგონები დაემატება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს ხვალიდან, 10 ივლისიდან, სამი ვაგონი დაემატება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ვაგონების დამატების შედეგად, თითოეულ რეისზე სამგზავრო ადგილების რაოდენობა 178-დან 282 ადგილამდე გაიზრდება.

„მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლების და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.
კვირის ამბები