ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი საერთაშორისო ტურნირზე - RAF Georgia იასპარეზებენ
ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე - RAF Georgia იასპარეზებენ.
შეჯიბრი 11 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება და ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკელ კონორ ბიბის დაუპირისპირდება. გენო პეტრიაშვილის მეტოქე კი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ჯეიკ ვარნერი იქნება.
Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია - ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 11 ივლისს გასამართ ტურნირზე მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები.