გიორგი ვოლსკი და სიმონ გულედანი ერედვის, ქურთის, თიღვის და ახალგორის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ერედვის, ქურთის, თიღვისა და ახალგორის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ადმინისტრაციული ერთეულების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებებზე, მოქმედ სოციალურ პროგრამებსა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პირობების შექმნის, ასევე სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების გზებზე იმსჯელეს.
„შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემდეგ საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაგრძობენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც კოორდინირებულად გააგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები დროულად და ეფექტიანად იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.