„Mziskari • მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ერთ-ერთი ფინალისტია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი - „Mziskari • მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ერთ-ერთი ფინალისტია.
„მზისკარი“ ფინალისტად ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ დასახელდა და აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორისაა წარმოდგენილი.
„პროექტი „მზისკარი“, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, ფერმერებსა და კულინარიული ტრადიციების მატარებელ მასპინძლებს ერთიან ქსელში აერთიანებს, - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ECTN Awards 2026-ზე ოცდასამი ევროპული ქვეყნიდან, ჯამში, 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება გამარჯვებულებს, 24 სექტემბერს გამოვლინდებიან.