სპორტი
07.07.2026 15:42
ქართულ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე დავით ქარელმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა
ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის თამაზ კონჭოშვილის სახელობის ტურნირზე გორელმა დავით ქარელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენი 70 კგ. წონით კარეგორიაში ასპარეზობდა.

შეჯიბრი ყვარელში ჩატარდა და გამარჯვებულები 70 კგ, 80 კგ და აბსოლუტურ (+80 კგ) წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად, მედლები და სიგელები გადაეცათ.

თამაზ კონჭოშვილის სახელობის ტურნირი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
კვირის ამბები