საზოგადოება
07.07.2026 12:49
ივნისში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 70 751 შეადგინა
ივნისში გორის მუნიციპალიტეტს 70 751 ვიზიტორი ეწვია.

მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ივლისამდე მუნიციპალიტეტს 214 141 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 165 842 უცხოელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ივნისში, ყველაზე ცოტა კი იანვარში ეწვია.

„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტს იანვარში - 12 702, თებერვალში - 15 401, მარტში - 16 822, აპრილში - 32 885, მაისში კი 65 580 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები