გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ხიდისთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილეებთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად გაეცნო.
„გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხიდისთავში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო და ქვეითთა სავალი სივრცეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.