

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, სატრანსპორტო საშუალებების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება გორის ქუჩებში. ამ დროისთვის, ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩის საავტომობილო მონაკვეთზე საცობია.
ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
შეზღუდვა ეხება ტაქსების გადაადგილებასაც.
რაც შეეხება სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას, არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.
აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზეც. განსაკუთრებულად აუცილებელ შემთხვევაში, პირებს და კომპანიებსა შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით - 144.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი