ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა ჰაერის ექტრემალურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რის გამოც უამრავი პრობლემა შეიქმნა.
ყველაზე რთული ვითარება საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაშია, სადაც შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, რთული მდგომარეობაა ჯანდაცვის მხრივაც. გარდა იმისა, რომ საავადმყოფოები სრულად გადაივსო, ჰაერის მაღალ ტემპერატურას აღნიშნულ ქვეყნებში მსხვერპლიც მოჰყვა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიცხის ტალღას 20-25 ადამიანი ემსხვერპლა. 1200-მდე გაიზარდა მსხვერპლი ბელგიაში, რაც შეეხება ნიდერლანდებს, სიცხის გამო 480 ადამიანია გარდაცვლილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა ევროპაში ივლის-აგვისტოშიც შენარჩუნდება.