სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით კასპში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს.
შეკრებილებმა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების“, „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე საჯარო სკოლების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის 2025–2027 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები მოიწონეს.
კასპში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.და რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.