საზოგადოება
03.07.2026 12:58
ავიაკომპანია DAN AIR ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს
რუმინული ავიაკომპანია DAN AIR ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისები ხვალიდან, 4 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

მსურველებს ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: danair.ro შეუძლიათ.
კვირის ამბები