აღსაზრდელების და პერსონალისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საჭირო ტექნიკა გადაეცათ.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებები მაცივრებით, ელექტრო ქურებით, ხორცსაკეპი მანქანებით, ბლენდერებით, მიქსერებით და მტვერსასრუტებით აღიჭურვა. ტექნიკა თითოეული საბავშვო ბაღის საჭიროებების გათვალისწინებით განაწილდა.
„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განაგრძობს საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაღში შექმნილი იყოს თანამედროვე და ხარისხიანი პირობები, რაც ხელს შეუწყობს ყოველდღიური პროცესების ეფექტიანად წარმართვას და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.