საზოგადოება
02.07.2026 11:27
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა საბუთების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საბუთების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება და პროცესი 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, საბუთები სამხატვრო სკოლის შენობაში (ფარნავაზის ქუჩა №1), 13:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) მიიღება. რაც შეეხება დოკუმენტაციას, სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარადგინონ ორი ფოტოსურათი (3X4 და დისკზე), მოსწავლის დაბადების მოწმობის და მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, ასევე ცნობა სკოლიდან.

„სკოლაში მოსწავლეები მე-4 დან მე-7 კლასის ჩათვლით მიიღებიან. სწავლის პროცესი ორცვლიანია: დილის ცვლა 9:00 სთ-ზე დაიწყება და 12:00 სთ-ზე დამთავრდება; შუადღის ცვლა კი 14:30 სთ-ზე დაიწყება და 17:30 საათამდე გაგრძელდება.

აღსაზრდელები შეისწავლიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს: გრაფიკას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, ხელოვნების ისტორიას. საგაკვეთლო პროცესი „სახელოსნოს“ პრინციპით ჩატარდება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 577 38 25 79.
კვირის ამბები