ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ირლანდია უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ირლანდიამ კვიპროსისგან გადაიბარა.
როგორც ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ ჯეროვნად შეასრულებს საქმეს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და უფლებამოსილების ვადის განმავლობაში იმუშავებს იმისთვის, რომ კავშირი უფრო წარმატებული და უსაფრთხო გახდეს.
პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობის განმავლობაშიც გაგრძელდება უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა და ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.