გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-11 წლის მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროექტი - „საზაფხულო სკოლა“ ხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, „საზაფხულო სკოლა“ ხორციელდება.
საგანმანათლებლო პროექტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-11 წლის ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.
„საზაფხულო სკოლის“ პროგრამა შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავს.
რაც შეეხება მიზანს, ორგანიზატორების ინფორმაციით, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.