„ნათელა - ჩემი საუკეთესო მასწავლებელი!“ - რუსთავის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა გორელი ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი გამართეს
„ნათელა - ჩემი საუკეთესო მასწავლებელი!“ - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორში სპექტაკლი გაიმართა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, აღნიშნული სპექტაკლი რუსთავის სამრევლო სკოლა „მთაწმინდელის“ მოსწავლეებმა გორელი ახალგაზრდებისთვის გამართეს.
ღონისძიებას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა) ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ღონისძიებები 26 მაისს დაიწყო და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის (14 ოქტომბერი) ჩათვლით გაგრძელდება.