გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა.
შოტლანდიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ხატისკაცი +115 კგ. და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, სუმოისტი საქართველოს ნაკრებთან ერთად, ვერცხლის პრიზიორია.
„შედეგით კმაყოფილი ვარ კონტინენტის პირველობა მეშვიდედ მოვიგე. მიღწეულ წარმატებას ჩემს შვილებს - ლიტა და რატი ხატისკაცებს ვუძღვნი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ოქტომბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დავიწყებ მზადებას და ვეცდები, რომ ჩემი ქვეყნის ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა სუმოისტმა.
ბადრი ხატისკაცი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ამჟამად, სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მისი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.