საზოგადოება
26.06.2026 11:34
26-28 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ნავარაუდევია ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს - 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვა, 27-28 ივნისს კი ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გორს, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +22 , +28 გრადუსს მიაღწევს. გორის მუნიციპალიტეტში ნალექი მხოლოდ 27 ივნისსა და 3 ივლისსაა ნავარაუდევი.

კვირის ამბები