ტურიზმი
26.06.2026 11:33
საქორწილო ტურიზმის წამყვანმა საერთაშორისო პლატფორმამ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ დანიშნულების ადგილად დაასახელა

საქორწილო ტურიზმის წამყვანი საერთაშორისო პლატფორმა WedWise საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ დანიშნულების ადგილად მიიჩნევს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო შთამბეჭდავი ბუნებით, ლანდშაფტებით, კულტურული მემკვიდრეობით, გასტრონომიით, ღვინის კულტურით, სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ქვეყანაში მრავალფეროვანი სივრცეებია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობაა შესაძლებელი.

„ბუნება, კულტურა, ღონისძიებების სივრცეები, ფასის და ხარისხის თანაფარდობა საქართველოს დღეს ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ არჩევნად აქცევს საქორწილო ტურიზმის ბაზარზე. როცა ტოსკანა, სანტორინი და ამალფის სანაპირო მუდმივად დაჯავშნილი და სულ უფრო ძვირი რჩება, საქართველო სილამაზის, კულტურის და გამოცდილების იმავე დონეს გვთავაზობს, გაცილებით ნაკლებ ფასად. ჩვენ ჩავედით, საკუთარი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი და სრულიად დარწმუნებულები დავბრუნდით”, - აღნიშნულია WedWise-ის მიმოხილვაში.

კვირის ამბები