საზოგადოება
24.06.2026 17:44
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზრდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მაღალი მოთხოვნის გამო, ბილეთები მოკლე დროში იყიდება. მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 11 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მატარებლებს დამატებითი ვაგონი დაემატა და, შესაბამისად, ახალი ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

ბილეთების გაყიდვა ხორციელდება როგორც ონლაინ, ასევე რკინიგზის სალაროებში.
კვირის ამბები