გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან.
5 და 6 ივლისს მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ძუნწი“ იხილავს, რომლის რეჟისორიც რევაზ შატაკიშვილია.
თეატრის ადმინისტრაციის ინფომაციით, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია და კოსტიუმები რევაზ შატაკიშვილს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე სოფი დრულევია. სპექტაკლში კი თორნიკე ბასიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, ზურა პავლიაშვილი, მზიკა ტურაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932; 577390350) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.