საზოგადოება
23.06.2026 11:55
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვისსაზაფხულო სკოლა იხსნება
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება.

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-დან 11 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 29 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მეცადინეობები კვირაში ოთხი დღე (ორშაბათი-ხუთშაბათი), 10:30-დან 12:30 საათამდე ჩატარდება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა როგორც ელექტრონულად, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებული ბმულის საშუალებით, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის №20) შეუძლიათ. პროცესი 25 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.

„საზაფხულო სკოლის პროექტს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავს.

რაც შეეხება მიზანს, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კვირის ამბები