„რონდო კლასიკა“ - ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში - „რონდო კლასიკა“ მიიღებენ მონაწილეობას.
მარიამ ნუკრაძე (ფორტეპიანო; პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი), საბა გიორგაძე (ფორტეპიანო; პედაგოგი: ლამარა ბარამიძე), ანა ქებაძე (ფორტეპიანო; პედაგოგი: ქეთევან გრძელიშვილი), ანა სტეფანაშვილი (ფორტეპიანო; პედაგოგი ლამარა ბარამიძე) და ზურაბ ხერხეულიძე (გიტარა; პედაგოგი: თამარ კარიჭაშვილი) მსმენელის წინაშე სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებს შეასრულებენ.
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალი, რომლის მიზანს ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს, 2027 წლის მარტში ჩატარდება. ღონისძიებას ვარშავა (პოლონეთი) უმასპინძლებს.