საზოგადოება
23.06.2026 11:02
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრნენ
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 ვეტერანი საზღვაო კურორტ ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა.

ადგილობრივი თვითმმართველობისინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ვეტერანები ათი დღის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„პროექტს, რომელიც ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ა(ა)იპ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი“ ახორციელებს. რაც შეეხება ფინანსებს, ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად დააფინანსა და მერიის მხრიდან თანადაფინანსების ღირებულებამ 20 000 ლარი შეადგინა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ქობულეთში გამგზავრებამდე შშმ ვეტერანებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დიანა ბერიძე შეხვდა.
კვირის ამბები