საზოგადოება
19.06.2026 12:45
გორის მუნიციპალიტეტში ათმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია გაიარა
გორის მუნიციპალიტეტში ათმა სკლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

გორის მე-3, მე-11, მე-12, მე-20, ზერტის, ფლავის, ვარიანის, შავშვების, სკრის და მეჯვრისხევის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ავტორიზებული ბაღის სტატუსი მიენიჭათ.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ავტორიზაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და ყველა აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს.

„აღნიშნული შედეგი ადასტურებს, რომ ბაღები კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ და ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხარისხიან, განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფენ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
კვირის ამბები