საზოგადოება
18.06.2026 16:09
იზრდება ქვეწარმავლებით დაგესვლის რისკი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას რჩევებს და რეკომენდაციებს სთავაზობს
ზაფხულის დადგომის და ტემპერატურის მატების პარალელურად, იზრდება ქვეწარმავლებით დაგესვლის შემთხვევებიც.

როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციების დაცვას ურჩევს.

„გორის მაცნე“ მედიკოსთა რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

გველის ნაკბენის შემთხვევაში: არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი; არ დაადოთ ლახტი ან ყინული; არ დაამუშავოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით; არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.

როგორ აღმოვუჩინოთ დაზარალებულს პირველი დახმარება:
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112);
• დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე;
• მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა;
• უზრუნველყავით სითხის მიღება;
• კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე;
• სხეულის პოზიცია - დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;
თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან:
• გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
• გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე - ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ;
• იყავით ფრთხილად, ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე.
• გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

შეგახსენებთ, საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით, ან სიცხეების დადგომამდე - დღისით. ქვეწარმავლების აქტიურობა პიკს ცხელ დღეებში აღწევს, შესაბამისად, დაკბენის შემთხვევებიც ცხელ სეზონზე მეტად ფიქსირდება.
კვირის ამბები