გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის დაარსებიდან 142-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მოსაწავლეებმა, შემოქმედებითი აქტივობების პარალელურად, სტუმრებს ხელთუბნის საჯარო სკოლის მრავალწლიანი ისტორია და ტრადიციები გააცნეს, ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელოვან როლზე თაობების აღზრდასა და განვითარებაში. მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსწავლეთა ნახატები დაეთვალიერებინათ.
საზეიმო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბერძნიშვილი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.