საზოგადოება
18.06.2026 11:11
ერგნეთში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი გზის რვა მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის საერთო სიგრძე 3 700 მეტრია.

მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

რაც შეეხება ღირებულებას, 1,5 მილიონ ლარზე მეტია.
კვირის ამბები