

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში, 309 ოქროს და 23 ვერცხლის მედალი გაიცემა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გიორგი ბერძნიშვილის ინფორმაციით, 287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს.
ინფორმაციისთვის, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“, „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის საფუძველზეც, მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ქულა არის „10“, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერთიფიკატს, ხოლო მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ქულა არის „9,8“ ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალს და შესაბამის სერთიფიკატს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს