ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდებმა აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. პედაგოგებმა კი სასწავლო წლის შეაჯამებასთან ერთად, სადიპლომო ნამუშევრები შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის ექვსწლიანი სასწავლო კურსი წელს 36-მა მოსწავლემ დაასრულა.
„სამხატვრო სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, ქანდაკების და ხელოვნების ისტორიას ეუფლებიან.
პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეობენ გამოფენებში, კონკურსებში და მასტერკლასებში. ჩართულები არიან ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტივობაში“, - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციაში.
მოსწავლეთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.