საზოგადოება
17.06.2026 15:58
გასული წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოდან 23.6 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული
2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოდან 23.6 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 17.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 30%-ით (5.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 53%-ით (6.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.74 დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

„2025/2026 მარკეტინგული წლის მიხედვით, ვაშლის ექსპორტი ხასიათდება როგორც რაოდენობის, ისე ფასის ზრდით. ექსპორტის ზრდის გამომწვევი მიზეზი კი მოსავლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უკავშირდება.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (22 197 ტონა), 1 037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა - ბელარუსში, 127 ტონა - სომხეთში და 65 ტონა სხვა ქვეყნებში“, - აცხადებენ სამინისტროში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90%-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.
კვირის ამბები