სპორტი
17.06.2026 12:23
„დილა“ „სპაერს“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეთვრამეტე ტურის მატჩში გორის „დილა“ თბილისის „სპაერს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა და გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში დუბლი ლაშა მენთეშაშვილმა შეასრულა. მატჩის მიმდინარეობისას 81-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ნიგერიელი აბდულმალიკ ოლატუნჯის ანგარიშზეა.

რაც შეეხება თბილისის გუნდს, „დილას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი თემურ ცალუღელაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

შემდეგ თამაშს გორის გუნდი „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
კვირის ამბები