საზოგადოება
17.06.2026 12:22
„წიგნიერები“ - გორის მინიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით, ლიტერატურულ-ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
გორის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, ლიტერატურულ-ინტელექტუალური კონკურსი -„წიგნიერები“ ჩატარდა.

ღონისძიებას გორის მწერალთა სახლმა უმასპინძლა და შეჯიბრი, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გუნდური პრინციპით გაიმართა. კონკურსი რამდენიმე ეტაპს და თემატურ რაუნდს მოიცავდა და გუნდები ერთმანეთს ინტელექტუალურ, შემეცნებით და ლიტერატურულ ტურში ეჯიბრებოდნენ.

კონკუსრის გამარჯვებული ხიდისთავის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, გორის მეორე და პირველმა საჯარო სკოლებმა გაინაწილეს.

„ლიტერატურული კონკურსისთვის კითხვები ორი მწერლის ნაწარმოებიდან მომზადდა. გუნდებმა ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენის“ შესახებ დასმულ კითვებს უპასუხეს.

კონკურსის მიზანი მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და ბიბლიოთეკის როლის გაძლიერებაა“, - აღნიშნეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
კვირის ამბები